საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

                                                                                                                                    
№ 28/29 - 01
03.06.2019                              
ქ.თბილისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და   ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2019 წლის 13 მაისის №111/01-01 და №112/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის   ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2019 წლის 13 მაისის №111/01-01 და №112/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსების   ფარგლებში    საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების მიზნით, შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;
ბ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;
გ) ანა ანანიაშვილი - ეკონომეტრიკის კათედრის პროფესორის ასისტენტი, აპარატის წევრი.
2.    დაევალოს საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს 2019 წლის 17 ივნისიდან  2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით, 9:30-დან 18:00 საათამდე, შესვენება 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა), საკონკურსო საბუთების მიღება მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი №403.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,    პროფესორი    გიორგი ღაღანიძე